Posts

Showing posts from May, 2019
Image
ბოლნისის სიონი ისევე, როგორც ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.საქართველოსათვის ტრადიციული ცენტრალური კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა  ეწინააღმდეგება ბაზილიკის სიგრძივ ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრის ინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიულ სახეებთან ერთად,რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს,გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი.ერთ-ერთი  ,,ბოლნური ჯვრის” სახელითაა ცნობილი. სიონის სახელწოდება, რომელიც ჩვენში პალესტინიდან შემოვიდა, საქართველოში კიდევ რამდენიმე ადგილას გვხვდება.სიონი ეწოდება თბილისის, ატენის,სამშვილდის ტაძრებს, სოფელს ხევში, საქართველოს სამხედრო გზაზე, სიონის ტაძრები ყოველთვის ღვთისმშობლის სახელობისაა.ბოლნისის სიონი ისტორიულ ქვემო ქართლში...