დავით ბოლნელი
დავით ბოლნელი დასახელებულია ბოლნისის სიონის ორ წარწერაში: საამშენებლოში და მის სახელზე შესრულებულ მემორიალურში. სამშენებლო წარწერაში, სადაც მისი სახელი ეწერა, ქვის ფილა ჩამოშლილია, თუმცა, მკვლევართა ერთსულოვანი თვალსაზრისით, აქ მისი სახელი უნდა წავიკითხოთ. ეს წარწერა მოთავსებული იყო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელის არქიტრავზე, ხოლო ამჟამად გადატანილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში.
Comments
Post a Comment